logo
ENG



"სიველურე!" - ზელენსკი მარიუპოლში სამშობრიარო სახლის დაბომბვაზე

09 მარ 202219:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/f2dnnxvam21ocwp.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში სამშობიარო სახლზე თავდასხმას "სიველურეს" უწოდებს.

"მარიუპოლი, რუსული სამხედროების მიერ პირდაპირი თავდასხმა სამშობიარო სახლზე. ადამიანები არიან ნანგრევების ქვეშ. ბავშვებია არიან ნანგრევების ქვეშ. ეს სიველურეა!" - წერს ზელენსკი ტელეგრამზე.

უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა უკრაინის თავზე ცის დაკეტვა:

"სასწრაფოდ დაასრულეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანურობას".

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა სამშობიარო სახლი დაბომბა. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ვიაჩესლავ აბროსკინმა თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ რუსებმა მარიუპოლის სამშობიაროზე საარტილერიო დარტყმა დაიწყეს.


close დახურვა